2020-07-28 18:37:38, 2288 ნახვა
საზოგადოება
დედოფლისწყაროში გაუჩინარებული ორი მოზარდიდან ერთ-ერთი პოლიციამ ლილოში იპოვა
დედოფლისწყაროში გაუჩინარებული ორი მოზარდიდან ერთ-ერთი პოლიციამ ლილოში იპოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთა გულისხმობს.
ცნობისთვის, დედოფლისწყაროში ორი არასრულწოვანი გუშინ გაუჩინარდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,