22:21 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-28 11:01:13, 2425 ნახვა

პოლიტიკა
„ფრონტერა“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს გამიზნულად მცდარი, ზიანის მომტანი პროპაგანდა

კომპანია „ფრონტერა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 24 ივლისს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მათ გაუგზავნა იურიდიული შეტყობინება, სადაც მითითებული იყო, რომ იგი კვლავ შეეცდება ხელშეკრულების გაუქმებას.

კომპანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ შეაჩეროს გამიზნულად მცდარი, ზიანის მომტანი და არაგულწრფელი პროპაგანდა და ამის ნაცვლად, გულწრფელი დიალოგი აწარმოონ საზოგადოებასთან, აშშ-ს ოფიციალურ პირებთან და თავად კომპანიასთან.

„საქართველოს მთავრობამ მედიასა და აშშ-ს ოფიციალურ პირებს სრული ისტორიის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. მას შემდეგ, რაც პრემიერმა მგანცხადება გააკეთა, მეორე დღეს, 24 ივლისს, გამოგვიგზავნეს იურიდიული შეტყობინება, სადაც მითითებული იყო, რომ იგი კვლავ შეეცდება ხელშეკრულების გაუქმებას და, მხოლოდ და მხოლოდ, დროებით შეაჩერებს ამ მიზნის განხორციელებას.

მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, რომ შეწყვიტოს ეს მცდარი, ზიანის მომტანი და არაგულწრფელი პროპაგანდა. ნაცვლად ამისა, აუცილებელია გულწრფელი დიალოგი აწარმოონ საზოგადოებასთან, აშშ-ს ოფიციალურ პირებთან. კომპანიასთან უშუალოდ უნდა იმუშაონ, რათა ხელი შეუწყონ პარტნიორობის განვითარებას. გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ჩვენი ხელშეკრულების 27 ივლისს ან სხვა დღეს ცალმხრივად გაუქმების არანაირი საფუძველი არასდროს იყო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, კომპანია მოუწოებს საქართველო მთვრობას, აწარმოოს მათთან მოლაპარაკებები და მისცეს გარანტია, რომ „ფრონტერა“ საქმინაობის გაგრძეებას დაშინებისა და დამატებითი პირობების გარეშე შეძლებს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას საარბიტრაჟო სასამართლოს ბოლოდროინდელი განჩინება, პატივი სცეს ჩვენი ხელშეკრულების პირობებს, აწარმოოს შეხვედრა და მოგვცეს გარანტია, რომ მუშაობის გაგრძელებას დაშინებისა და სხვა პირობების გარეშე შევძლებთ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics