|
2020-07-28 10:11:54, 2416 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ლატვიაში 51 მცირე მარნის 600-მდე ბოთლი ღვინო გააგზავნა
საქართველოდან ლატვიაში გაგზავნილი ქართული ღვინის ნაწილი ქალაქ რიგაში, 29 და 31 ივლისს დაგეგმილ დეგუსტაციებზე იქნება წარდგენილი. დეგუსტაციებს ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის. ღვინის დარჩენილი ნაწილი ლატვიაში მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი. მცირე მარნების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ქართული ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, „მცირე მარნების მხარდაჭერის პროგრამა" შემუშავდა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე მარნების სადეგუსტაციო ნიმუშების სხვადასხვა ქვეყანაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოდან ლატვიაში 800 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდა 24%-ს აღწევს. ლატვიაში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიას ღვინის ეროვნული სააგენტო კონტრაქტორი კომპანია „TRIBE INTERNATIONAL"-ის მეშვეობით ახორციელებს. მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, სარეკლამო კამპანია, ძირითადად, ონლაინ და ციფრული ტექნოლოგიების ფორმატში ტარდება.
Air Tanzania-მ მოსკოვში ფრენები რისკის შეფასების შემდეგ შეაჩერა
ნეპალში, კატასტროფიდან ცხრა დღის შემდეგ, ორი მუშა გადაარჩინეს ჩაკეტილი გვირაბიდან
დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა
თაზო დათუნაშვი - მე პოლიტიკური განცხადება დავაფუძნე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
რუსული დრონები კიევის რეგიონში კოკა-კოლას ქარხანას თავს დაესხნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)