21:43 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-27 15:30:39, 2281 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა ოპოზიციურ პარტიებს რეგიონებში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს

რეგიონებში ვისაც ერთიან კანდიდატებზე შეთახმება სურს, მოვუწოდებთ - შევჯერდეთ უახლოეს დღეებში, -  ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ პარტიებს, რომლებსაც ივანიშვილის დამარცხება სურს, პასუხისმგებლობით უნდა შეარჩიონ სწორი ტაქტიკა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისში ეს სწორი მოდელი არჩეულია.  

„ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ოპოზიციის კოორდინაცია აუცილებელია ივანიშვილის გარანტირებულად დასამარცხებლად . ამ მხრივ, უკვე მთავარი და გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგმულია - თბილისის საერთო მაჟორიტარების დასახელება.

ახლა რაც შეეხება რეგიონებს. ჩვენ ხანგრძლივი კონსულტაციები გვქონდა ენმ - სთან და მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა -  ენმ  გადაწყვეტილება იგივე დარჩა -  ყველგან დააყენოს კანდიდატურა. ეს მათი უფლებაა. ჩვენ ეს ტაქტიკურ შეცდომად მიგვაჩნია, მაგრამ ნება მათია.

აქედან გამომდინარე, ივანიშვილის წინააღმდეგ მთლიანი ოპოზიციის მყარი პოზიციების შესანარჩუნებლად, ვთავაზობთ ყველა სხვა პარტიას -  გავაგრძელოთ კონსულტაცია და უმოკლეს ვადებში შევთახმდეთ რეგიონებში საერთო ძლიერი მაჟორიტარული კანდიდატების შერჩევაზე.

თუ ენმ უახლოეს დღეებში გადაწყვეტილებას შეცვლის და თბილისს გარდა რეგიონებშიც კოორდინირების სურვილი ექნება -   კარი ღიაა კოორდინაცია აუცილებელია და ყველამ, ვისაც ივანიშვილის დამარცხება გვსურს, პასუხისმგებლობით უნდა შევარჩიოთ სწორი ტაქტიკა თბილისში ეს სწორი მოდელი არჩეულია . რეგიონებში ვისაც ერთიან კანდიდატებზე შეთახმება სურს, მოვუწოდებთ - შევჯერდეთ უახლოეს დღეებში“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics