21:43 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-27 14:48:04, 2249 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ოპოზიციამ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა სახელმწიფოსთან ბრძოლად გადააქცია

ოპოზიციურ გაერთიანებას მხოლოდ ერთი მიზანი - რევანში აერთიანებს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა ძალაუფლების განაწილებაზე აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ძალა ერთობაშიას“ რიგებიდან გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის წასვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა სახელმწიფოსთან ბრძოლად გადააქცია.

„გაერთიანებულ ოპოზიციას ახასიათებს ორი მთავარი ნიშანი. ერთი მხრივ ამოცანა აქვთ როგორმე რევანშის მეშვეობით ხელისუფლებაში მოვიდნენ და მეორე - აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულება აქვთ იმაზე, თუ ვის რა დოზით ეკუთვნის ამ ხელისუფლებაში მართვის სადავეები. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პიროვნებების გასვლა საერთო შემადგენლობიდან ან ერთმანეთის მიმართ გარკვეული პრეტენზიების გამოთქმა ჩვეულებრივი ამბავია და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული შეფასება არ გამაჩნია.

ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებულ ოპოზიციას ის ასუსტებს, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა სახელმწიფოსთან ბრძოლად გადააქციეს. რომელი რა მეთოდით ებრძვის სახელმწიფოს, ამაზე საერთო აზრი არსებობს, როგორც უკვე გითხარით. განსხვავებული აზრია იმის თაობაზე, თუ ვის რამდენი უნდა ჰქონდეს რევანშის პირობებში ხელისუფლების სადავე. ეს დამახასიათებელი ნიშანია გაერთიანებული ოპოზიციის. საერთო ფერხულიდან თაკო გავა თუ ნებისმიერი სხვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დატოვეს. მათ ახალი პლატფორმა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ შექმნეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics