|
2020-07-27 11:17:37, 2260 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ საზაფხულო Live-სესიები - აქ.ახლა სრულდება
„თიბისის“ საზაფხულო Live-სესიები - აქ.ახლა სრულდება. 30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის - მარიო ვარგას ლიოსას სესიას თიბისის და საბას Facebook გვერდების დახმარებით. სესია ასევე ხელმისაწვდომი იქნება გამომცემლობა ინტელექტის და მწერალთა სახლის Facebook გვერდებზე. სესია დიალოგის რეჟიმში ჩატარდება და მისი მოდერატორი მთარგმნელი - ლანა კალანდია იქნება. ინტერვიუ თიბისის ორგანიზებით, გამომცემლობა „ინტელექტთან" და მწერალთა სახლთან პარტნიორობით დაიგეგმა. სესიის ფარგლებში მწერალი საკუთარი ბიოგრაფიისა და შემოქმედების საინტერესო დეტალებზე ისაუბრებს. მარიო ვარგას ლიოსა სამხრეთ ამერიკელი მწერალი, ესეისტი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტია. 2010 წელს ნობელის პრემია „ძალაუფლების სტრუქტურის დეტალური აღწერისა და ამბოხებული, მებრძოლი და დამარცხებული ადამიანის ხატოვანი ასახვისათვის" მიიღო. საყოველთაოდ აღიარებული და მრავალ ენაზე, მათ შორის ქართულადაც, ნათარგმნია მისი რომანები: „ქალაქი და ძაღლები" (1966), „საუბარი კათედრალში" (1975), „დეიდა ხულია და სცენარისტი" (1982), „ბოლო ჟამის ომი" (1984), „ცუდი გოგოს ოინები" (2007). მარიო ვარგას ლიოსას შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემა ძალაუფლება და სისტემის წინააღმდეგ აჯანყებული ადამიანია. სწორედ ამას ეძღვნება როგორც მისი ადრეული რომანები, ასევე ქართულ ენაზე უკვე თარგმნილი „ვაცის ნადიმი" (2001) და „ხუთი კუთხე" (2018). გარდა ლიტერატურისა, ლიოსა პოლიტიკოსის რანგშიც დაუპირისპირდა დიქტატურას, თუმცა პერუს მაშინდელ დიქტატორთან - ფუხიმორისთან 1990 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა. საქართველოში მისი რომანები „ინტელექტსა" და „სულაკაურის გამომცემლობას" აქვთ გამოცემული, მთარგმნელები კი ლანა კალანდია, მაკა გოგოლაშვილი, ელისაბედ ყვავილაშვილი და ამირან გაბესკირია არიან. მარიო ვარგას ლიოსა თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორი და ინტელექტუალია, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მუდმივად მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)