2020-07-24 12:35:16, 3085 ნახვა
საზოგადოება
24-27 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,