2020-07-24 10:58:15, 2842 ნახვა
საზოგადოება
მესტიაში დაკარგულ 13 წლის ბიჭს მეშვიდე დღეა ეძებენ
მესტიაში, სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს უკვე მეშვიდე დღეა მაშველები და პოლიციელები ეძებენ.
სამძებრო სამუშაობში ჩარტრულები არიან მეხანძრე-მაშველები. ასევე, 20 ივლისს სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენიც ჩაერთო. სამძებრო სამუშაობი დრონების საშუალებითაც ხორციელდება.
ცნობისთვის, მოზარდი 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არავის უნახავს. ბიჭის გაუჩინარებაზე გამოძიება143-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს წინასწარი შეცნობით.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან