10:14 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 14:09:33, 3799 ნახვა

პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: უკრაინელი პოლიტიკური წრეებისთვისაც უკვე ცნობილია სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ანატომია

„უკრაინის ყველაზე პოპულარულ და რეიტინგულ მედია პლატფორმაზე გასულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ზუსტად არის ასახული სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ანატომია", - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტების  საერთაშორისო მასშტაბის ჟურნალისტურ გამოძიებას.

მისივე თქმით, ჟურნალისტები გაოგნებას გამოხატავენ, რომ სტრასბურგის ევროპული სასამართლოს  მიერ უმძიმეს საქმეებზე მრავალგზის გასამართლებული დანაშაულებრივი რეჟიმის არქიტექტორებს უკრაინის ხელისუფლებამ ჩააბარა რეფორმების გაძღოლა.

„ისინი, ასევე ირწმუნებიან, რომ სააკაშვილსა და   ადეიშვილს აქვთ პირდაპირი შეხება გიორგი გაბუნიას მკველელობის ორგანიზებასთან, რათა ეს ფაქტი საკუთარი პოლიტიკური რევანშისთვის გამოეყენებინათ. ასევე, საუბარი მსხვილ კორუფციულ ფაქტებზე, რომლის კვალიც მიდის სააკაშვილი-მერაბიშვილი- ადეიშვილის კრიმინალურ კლანამდე. ჟურნალისტები უკრაინის ხელისფლებას სთხოვენ არა მხოლოდ იმას, რომ რეფორმებს ჩამოაშოროს ეს დანაშაულებრივი სინდიკატი, არამედ მოახდინოს მასზე სამართლებრივი რეაგირება. ქართველებისთვის ზედმიწევნით ცნობილია და ახალს არ წარმოადგენს ის ფაქტები, რაზეც არის მსჯელობა, რადგანაც სწორედ ამ დანაშაულებების გამო ჩამოაშორა ეს დანაშაულებრივი კლანი ხელისუფლებას. დაველოდოთ უკრაინის ხელისუფლების რეაქციას და საერთაშორისო რეზონანს ამ გამოძიების მიმართ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან დენუკლეარიზაციის საკითხზე საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics