|
2020-07-23 14:04:35, 3235 ნახვა
ეკონომიკა
ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში პირველი საპილოტე რეგიონი ოზურგეთი იქნება, სადაც ქსელის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება
„რამდენიმე თვეში ოზურგეთის 49 დასახლებული პუნქტი, სადაც 8 500 ოჯახზე მეტი ცხოვრობს, მაღალი ხარისხის, სწრაფ ინტერნეტს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით მიიღებს, რომლის მშენებლობაც უახლოეს პერიოდში დაიწყება", - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. „მიღებულია გადაწყვეტილება და ვიწყებთ პირველ საპილოტე პროექტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს კონტროლის ქვეშ, ძალიან სწრაფად დასრულდება და შემდეგ გაგრძელდება უკვე საქართველოს დანარჩენ რეგიონებში. ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის შექმნა არის ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, „ოუფენ ნეტის" მიერ განხორციელდება და 1000-მდე დასახლებულ პუნქტს მოიცავს", - აღნიშნა მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გადაეწყოს ციფრული ურთიერთობების პლატფორმაზე და გახდეს უფრო მეტად ინტერნეტიზირებული. „უფრო მეტად უნდა შემოვიდეს ელექტრონული სერვისები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სფეროსთვის, ბიზნესისთვის, მათ შორის მცირე ბიზნესისთვის, სასტუმროებისთვის, რომლებსაც შეეძლებათ განათავსონ თავიანთი შეთავაზებები ინტერნეტში, ასევე „ფრილანსერებისთვის" - ადამიანებისთვის, რომლებიც დისტანციურად დასაქმდებიან და შეასრულებენ სხვადასხვა ტიპის სერვისებს ინტერნეტის მეშვეობით", - განაცხადა ნათია თურნავამ. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება არის საქართველოს ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც საშუალებას იძლევა, სამშენებლო არეალში არსებული დასახლებული პუნქტები, სადაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა კერძო ოპერატორების მიერ არ არის მიყვანილი, სრულყოფილად დაიფაროს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალებით, რათა ხელი შეეწყოს ადგილობრივი ოპერატორების მიერ საცალო ქსელის განვითარებას და ინტერნეტის აბონენტებამდე მიყვანას. პროექტი ასევე იძლევა სხვა ისეთ ფართოზოლოვან მომსახურებებთან წვდომის შესაძლებლობას, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული კომერცია და სხვა თანამედროვე სერვისები — ნებისმიერ რეგიონში, სადაც აქამდე მსგავსი მომსახურება არ ყოფილა.
Air Tanzania-მ მოსკოვში ფრენები რისკის შეფასების შემდეგ შეაჩერა
ნეპალში, კატასტროფიდან ცხრა დღის შემდეგ, ორი მუშა გადაარჩინეს ჩაკეტილი გვირაბიდან
დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა
თაზო დათუნაშვი - მე პოლიტიკური განცხადება დავაფუძნე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
რუსული დრონები კიევის რეგიონში კოკა-კოლას ქარხანას თავს დაესხნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)