08:36 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-22 17:42:13, 2134 ნახვა

საზოგადოება
გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი გაიხსნა

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმისა და კოტე და სოსო წერეთლების ბინა-მუზეუმის შემდეგ, კიდევ ერთი მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა.

ამჯერად, დამთვალიერებლებს გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი უმასპინძლებს. სრულიად განახლებული და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგამოფენო-საგანმანათლებლო სივრცით, მუზეუმი დამთვალიერებლებს დღეიდან მიიღებს.  

მუზეუმის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია დაესწრო.

„დღეს თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ქალაქს კულტურული და ტურისტული მნიშვნელობის კიდევ ერთი ობიექტი შეემატა - ჩვენი დიდი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის ბინა-მუზეუმი, რომელზეც რამდენიმე წლის განმავლობაში, მუზეუმების გაერთიანებამ იმუშავა. განახლებულ სივრცეში, სხვადასხვა ფორმატში ძალიან ბევრი ინფორმაციაა წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ ზოგადად, მუზეუმებისა და ჩვენი ისტორიის განახლება ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც აუცილებლად გავაგრძელებთ. შემოდგომაზე გავხსნით ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს. მომავალ წელსაც ძალიან ბევრი საინტერესო ობიექტის გახსნა იგეგმება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მუზეუმის მემორიალური სივრცის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები 2019 წლის აპრილში დაიწყო. რეაბილიტაციის პროცესში, როგორც მემორიალური სახლ-მუზეუმის თავისებურების, ისე სამუზეუმო საჭიროებების გათვალისწინება სრულად მოხდა.

განახლებულ სივრცეში დამთვალიერებელს ასევე, დახვდება ინსტალაციები, რომლებიც პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას ქრონოლოგიურად ჰყვება.

ბინა-მუზეუმი მარჯანიშვილის ქ. N4-ში, გალაკტიონის საცხოვრებელ სახლში მდებარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics