|
2020-07-21 23:44:12, 4328 ნახვა
პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი - ვირუსის მართვამ და იმ შედეგებმა, რაც დღეს გვაქვს, მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყნის შიდა ეკონომიკას დაეწყო აღდგენის პროცესი
"ვირუსის მართვამ და იმ შედეგებმა, რაც დღეს გვაქვს, მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყნის შიდა ეკონომიკას დაეწყო აღდგენის პროცესი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად". როგორც მან განმარტა, მნიშვნელოვანია ეს ვითარება გაგრძელდეს და ეკონომიკის ყველა სექტორმა დაიწყოს აღდგენის პროცესი. „საქართველოს შიდა ეკონომიკა, რომ გამოვრიცხოთ ტურიზმი და საგარეო ფაქტორი, პრაქტიკულად, სრული აღდგენის პროცესშია. ეს რაღაც დოზით არის შემსუბუქება. რა თქმა უნდა, ეს არ არის იმაზე კარგი, ვიდრე იყო გასულ წელს, მაგრამ ბევრად უკეთესია, ვიდრე ის რომ ყოველდღიურად 400-500 ინფიცირებული გვყავდეს და 10-ჯერ ან 100-ჯერ მეტი გარდაცვლილი. დამერწმუნეთ, ეს არ არის მხოლოდ მორალის საკითხი - სიცოცხლე თუ ეკონომიკა, ეს პრაგმატულადაც ასეა. თუ ეპიდემია ვმართეთ თუ მეტი სიცოცხლე გადავარჩინეთ, ეკონომიკისთვის ეს პრაგმატულადაც გამართლებულია. მაგალითს გეტყვით, ის, რომ დღეს თავისუფლად შეგვიძლია ნებისმიერ კაფეში, მაღაზიაში შესვლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, მოგზაურობა ისე, რომ უცხოელი ტურისტი არ არის, ეს მაინც დიდი შემსუბუქებაა," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა და ისაუბრა იმ ალტერნატიულ სცენარზეც როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუკი კონტროლის გარეშე გაიხსნება საზღვრები. „ამის ალტერნატივა არის ის, რომ შემოვა უცხოელი ტურისტების რაღაც რაოდენობა, საკმაოდ მცირედი ვიდრე იყო შარშან და ეს არის მაქსიმუმ 20-25 პროცენტი და ისიც იმ ქვეყნებიდან, ვისაც ვუღებთ კარს. სამაგიეროდ, მაღალია ინფიცირება, რის გამოც ყველას აქვს თვითშეზღუდვა, აღარ მიდის იქ, სადაც მანამდე თავისუფლად შეეძლო წასვლა. ეს ისე დაარტყამდა ჩვენს ეკონომიკას, რომ პრაქტიკულად, ხელში შეგვრჩებოდა მაღალი ინფიცირება და სიკვდილიანობა და უფრო შენელებული ეკონომიკა და ამას ფაქტებიც ადასტურებს. შვედეთის მაგალითი რომ ავიღოთ, ის პერიოდი, როდესაც მეზობელმა ქვეყნებმა გამოაცხადეს კარანტინი, შვედეთმა ეს არ გააკეთა. შესაბამისად, ერთი თვის განმავლობაში მათი ეკონომიკური აქტივობა შედარებით უკეთესი იყო ვიდრე მეზობლების, მაგრამ 4-5-თვიან პერსპექტივაში, მათი ეკონომიკა ისევე დაეცა და ისეთივე დარტყმა მიიღო, როგორც ნორვეგიის ან ფინეთის, მაგრამ 10-ჯერ მეტი გარდაცვლილით. ვინც ტელევიზორს უყურებს, ვინც მსოფლიო სიახლეებს ეცნობა და ხედავს, რა ხდება ჩვენზე ბევრად განვითარებულ და მდიდარ ქვეყნებში, ნახავს რომ აქ, მეტი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)