|
2020-07-21 16:15:35, 4244 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი: ქვეყანაში გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო აქტივობა - გაჩნდა საშუალება, მეტი ადამიანი დასაქმდეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, სოფლის მეურნეობის მიმართულებით სეზონურ დასაქმებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეების მეზობელ ქვეყნებში სეზონური დასაქმება, შესაძლებელია, ადგილზე შეთავაზებული სამუშაო ადგილებით ჩანაცვლდეს. „ქვეყანის სხვადასხვა კუთხეში ორგანიზებულად ხდება სამუშაო ძალის გადანაწილება. სოფლის მეურნეობაში ადამიანების დასაქმების ახალი შესაძლებლობები გაჩნდა, მოთხოვნა სამუშაო ძალაზე არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. დარგი ახდენს ახალი სამუშაო ადგილების გენერირებას, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში, სადაც სეზონური დასაქმების საშუალებები არსებობს. სხვადასხვა ხილის კულტურების დაბინავების პროცესში, პირველ რიგში, ეს ეხება ატამს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით 2000-მდე ადამიანი არის ჩართული და დასაქმებული. ჩვენ, ორგანიზებულად, აჭარის ადგილობრივ მთავრობასთან და კახეთის მუნიციპალიტეტებთან ერთად, მოვახერხეთ სამუშაო ძალის კახეთში მობილიზება, თუმცა ეს არის მხოლოდ ერთ ნაწილი. დასაქმების პერსპექტივები ჩნდება ქვეყნის არაერთ კუთხეში. ჩვენ, გვექნება ძალიან ინტენსიური მოსავლის აღება-დაბინავების სეზონი კახეთში, რომელიც უკავშირდება რთველს, ამის შემდეგ, სამუშაო ძალის საჭიროება იქნება შიდა ქართლში, შემდეგ თხილის მოსავლის აღება-დაბინავების სეზონი იწყება. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში სეზონურად დასაქმება, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო ჩვენს მოსახლეობაში, შეიძლება მნიშვნელოვანწილად ჩავანაცვლოთ საქართველოში შეთავაზებული სამუშაო ადგილებით. ეს ფაქტი კი იმაზე მეტყველებს, რომ სოფლის მეურნეობაში მიმდინარე ბოლო წლების ტენდენციები არის საკმაოდ დადებითი, საკმაოდ გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო აქტივობა ყველა მიმართულებით, ფაქტობრივად, ყველა კუთხეში, რაც იძლევა საშუალებას, რომ მეტი ადამიანი დასაქმდეს, მიიღოს მეტი ანაზღაურება, რაც ჩვენი სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)