2020-07-21 12:21:35, 4582 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - არ მგონია რომელიმე ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატს ვინმე შეეჯიბროს
„მე არ მგონია, რომ რომელიმე ჩვენს კანდიდატს, თუნდაც მაჟორიტარ კანდიდატებს, რომელიმე შეეჯიბროს“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის წარმატება გარდაუვალია.
„მე არ მგონია, რომ რომელიმე ჩვენს კანდიდატს, თუნდაც მაჟორიტარ კანდიდატებს, რომელიმე შეეჯიბროს. ასე რომ წარმატება გარდაუვალია“, - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. გია ვოლსკი კი დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარად დაასახელეს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან