2020-07-20 12:10:39, 3661 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები მძიმეწონიანი პოლიტიკოსები არიან
უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები მძიმეწონიანი პოლიტიკოსები არიან.
აღნიშნულის შესახებ მდინარაძემ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების დასახელების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ დღეს დავასახელეთ 30 წარმატებული მაჟორიტარი დეპუტატი. მათ შემადგენლობაში არიან ახალი სახეები, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც პარტიას 2012 წლიდან მოყვებიან და მძიმეწონიანი პოლიტიკოსები არიან და მათი სინთეზი საბოლოოდ მიდის იქით, რაც ქვეყნის განვითარებას გამოადგება“, - განაცხადა მდინარაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან