|
2020-07-17 15:51:08, 4411 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ხელშეწყობით ახვლედიანის ქუჩაზე სასტუმრო Ibis Budget Concert Hall გაიხსნება
„საქართველოს ბანკი“ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს სასტუმრო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად ბანკის ჩართულობით საქართველოში საერთაშორისო ბიუჯეტური ბრენდი Ibis Budget შემოდის, რომელიც საქართველოში პირველი 2 ვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება. ბრენდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 23 ქვეყანაში, 63, 783 ნომრით, 636 სასტუმროს აერთიანებს. სასტუმრო Ibis Budget Concert Hall ახვლედიანის ქუჩაზე აშენდება. 5 სართულიანი შენობა 4 700 მ2 -ზე განთავსდება. სასტუმრო 158 ნომრიანი იქნება და მას საკუთარი კეთილმოწყობილი ეზო, საფეხმავლო ბილიკები და დასასვენებელი ადგილი ექნება. Ibis Budget Concert Hall-ის გახსნის შემდეგ სასტუმროში მინიმუმ 50 ადამიანი იქნება დასაქმებული. პროექტის ჯამური ბიუჯეტი - 7.7 მილიონი აშშ დოლარია, რომლის დიდი ნაწილი საქართველოს ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებულია. „საქართველოს ბანკი ტურიზმისა და მასპინძლობის ხელშეწყობის მიზნით სასტუმრო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და Beta Group-ის თანამშრომლობის შედეგად 2021 წელს საქართველოში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდი შემოდის. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად ხელი შევუწყოთ საქართველოში საერთაშორისო და თანაც ბიუჯეტური სასტუმროების ქსელის შემოსვლას. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას, ამასთან შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და წაახალისებს პანდემიის შემდგომი პერიოდის ეკონომიკას“, - განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)