18:05 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-17 15:38:40, 3928 ნახვა

საზოგადოება
ზურაბიშვილი - მზად ვართ წინ აღვუდგეთ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც „ფეიკ ნიუსებითა“ თუ შეტევებით, ლუგარის ცენტრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად

„მინდა პატივისცემა გამოვხატო საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმართ, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა პანდემიის პერიოდში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან და დიპლომატებთან ერთად დღეს გამართულ დისკუსიაზე, რომელიც პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილებას შეეხებოდა.

პრეზიდენტის თქმით, ჯანდაცვის სისტემის ეს წარმატება გამონაკლისი არაა. ის ერთ-ერთია საქართველოს მრავალი წარმატებიდან. იქნება ეს  ჯანდაცვის უნივერსალური სისტემა,  თუ C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა.

„ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მრავალმა მიმართულებამ კოვიდკრიზისზე მნიშვნელოვანი რეაგირება შეძლო. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ განსაახლებელია ჯანდაცვის სისტემის გარკვეული მიმართულებები. ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ბავშვთა ონკოლოგიას, პირადად ვარ დაინტერესებული ამ საკითხით.

ასევე, ხაზგასასმელია ლუგარის ლაბორატორიის მუშაობა - მათი შრომა პანდემიის თითოეულ ეტაპზე დასაფასებელი იყო და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, წინ აღვუდგეთ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ფეიკ ნიუსებითა, თუ რეალური შეტევებით მიზნად ისახავს ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციას.

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ შედეგები და თავიდან ავიცილოთ მეორე ტალღისა და მკაცრი ზომების მიღების რისკი. სიფრთხილე გვმართებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთბაშად არ გავხსენით საზღვრები, რეგიონში არსებული მდგომარეობის გამო თავი შევიკავეთ სახმელეთო საზღვრების გახსნისაგან და არ მიგვიღია გადაწყვეტილება სექტემბერში სკოლების გახსნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics