2020-07-17 13:18:07, 3492 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე „ევროპული საქართველოს“ რეიტინგზე - თავის ჩატარებულ კვლევაშიც კი 5%-ზე მეტი ვერ დაუწერეს
უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ მათ მიერვე დაკვეთილ კვლევაშიც კი 5%-ზე მეტი ვერ დაუწერეს.
მდინარაძემ ისაუბრა „ქართული ოცნების“ რეიტინგზეც და განაცხადა, რომ მისი პარტიის რეიტინგი 60%-მდეა.
„ვინც შეუკვეთა, „ევროპულმა საქართველომ“ და მისმა მედიამ, გასაგებია და მატ კვლევაშიც კი მათ ვერ დაუწერეს 5%-ზე მეტი. ჩვენ რომ ვამბობთ გვიბრაზდებიან ხოლმე, როცა ვამბობთ რომ მატ აქვთ სამი პროცენტი რეიტინგი. 5%-ზე მეტი თავის ჩატარებულ კვლევაში ვერ დაუწერეს.
ნუ გაგვიბრაზდებით ხოლმე, როცა ვამბობთ რომ ჩვენ გვაქვს 60%-მდე რეიტინგი“, - განაცხადა მდინარაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან