10:04 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-17 12:26:11, 3795 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - კვლევებში, სადაც „ქართულ ოცნებას“ 39% დაუწერეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ, სამის მაგივრად ხუთი უნდა ყოფილიყო

კონკრეტულ კვლევებში, სადაც „ქართულ ოცნებას“ 39% დაუდგინეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ, 3-იანის მაგივრად 5-იანი უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ერთადერთი ძალა ქვეყანაში, რომელსაც რეალურად აქვს შანსი, პარლამენტში დიდი უმრავლესობით მოვიდეს.

„2011 წლიდან მოყოლებული შეგიძლიათ ამოიღოთ კვლევების სტატისტიკა და ნახოთ, თუ როგორ მანიპულირებდნენ კონკრეტული კვლევითი ორგანიზაციები საზოგადოებრივ აზრზე, რა შედეგებს დებდნენ, ვის სასარგებლოდ დებდნენ და რა შედეგი იდებოდა არჩევნებში. ქვეყანაში ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს ხალხის, საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა, არის პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. პროცენტულობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უმრავლესობით შევა პარლამენტში „ქართული ოცნება“. კოალიციის შექმნა დღევანდელი მოცემულობიდან შეუძლებელია. ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ამომრჩევლის 39% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან დენუკლეარიზაციის საკითხზე საუბარს აპირებს
ამსტერდამში ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics