19:38 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-15 17:35:09, 2947 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა გავიდეს ოპოზიცია არჩევნებზე, „ქართული ოცნება“ მაინც დამაჯერებლად გაიმარჯვებს

„როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა გავიდეს ოპოზიცია ამ არჩევნებზე,  „ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს  საპარლამენტო არჩევნებში", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციურ კოალიციაშ მიმდინარე პროცესები შეაფასა. მისი განცხადებით, პროცესები რაც ხდება რადიკალურ ოპოზიციის შიგნით, მეტყველებს ერთადერთ რამეზე, რომ ერთადერთი რაც მათ აინტერესებთ, არის რამენაირად თუნდაც მცირე ძალაუფლების, და მცირე პოზიციების  შენარჩუნება პოლიტიკაში.

„ყველა არჩევნების წინ ნაციონალური მოძრაობა თავის სატელიტებით აცხადებს, რომ ისინი იგებენ არჩევნებს, ჩამოდის სააკაშვილი საქართველოში და ა.შ. ეს ხდება ყველა არჩევნების წინ უკვე რამდენიმე წელია და რამდენჯერაც მოიგეს არჩევნები და რამდენჯერ ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში, ბუნებრივია, თქვენ ძალიან კარგად იცით. აქედან გამომდინარე, ერთია რას ამბობს ოპოზიცია, მეორეა რას ვამბობთ ჩვენ და მესამეა მთავარი, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ, იმას ემთხვევა საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგები და ეს ასე იქნება 2020 წლის ოქტომბერშიც, თუმცა ამას ბუნებრივია გადაწყვეტს ხალხი და დაველოდოთ ხალხის გადაწყვეტილებას. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ დამაჯერებლად მოვიგებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

რაც შეეხება იმ პროცესებს რაც ვითარდება ოპოზიციის შიგნით, რეალურად გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ეს არის მარტივი მათემატიკური აქსიომა, შესაბამისად იგივეა, მათი რეიტინგი ჯამური არის ის, რაც არის ცალ-ცალკე და გინდა გაერთიანდნენ და გინდა დაიშალონ. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი საბოლოო სურათს ვერ შეცვლის და „ქართული ოცნება" ასეც და ისეც დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს.

პროცესები რაც ხდება რადიკალურ ოპოზიციის შიგნით, მეტყველებს ერთადერთ რამეზე, რომ ერთადერთი რაც მათ აინტერესებთ, არის რამენაირად თუნდაც მცირე ძალაუფლების, მცირე პოზიციების  შენარჩუნება პოლიტიკაში.. მათ საქმე არ აინტერესებთ",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics