18:58 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-15 13:11:32, 1452 ნახვა

საზოგადოება
საია უარყოფითად აფასებს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების წლის ბოლომდე გახანგრძლივების უფლება მიენიჭა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება 2021 წლის 1 იანვრამდე, შეზღუდოს უფლებები კანონქვემდებარე აქტებით.

როგორც ორგნიზაციაში მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი რეგულაციების მიღება ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა საქართველოს მთავრობისთვის კანონპროექტში აღნიშნული უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების გადაცემა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის სტანდარტს და ზემოაღნიშნული შეზღუდვები უნდა მოხდეს მხოლოდ კანონის შესაბამისად.

„14 ივლისს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრების - დიმიტრი ხუნდაძის, ილია ნაკაშიძის, ვლადიმერ კახაძის, ზურაბ ხაჩიძის, კობა ნაკაიძის და დიმიტრი მხეიძის საკანონმდებლო ინიციატივა (N07-3/450) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობას  15 ივლისის შემდეგაც შეეძლება შესაბამისი ღონისძიებების გატარება პანდემიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მიგვაჩნია, რომ მართალია, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი რეგულაციების მიღება ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა საქართველოს მთავრობისთვის კანონპროექტში აღნიშნული უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების გადაცემა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის სტანდარტს და ზემოაღნიშნული შეზღუდვები უნდა მოხდეს მხოლოდ კანონის შესაბამისად.

კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია მიმოსვლის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის პირდაპირ მოითხოვს, რომ აღნიშნული მოხდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შრომის უფლების შეზღუდვა კი დასაშვებია მხოლოდ ორგანული კანონით. როგორც საქართველოს კონსტიტუციით დაწესებული უფლების შეზღუდვის ზღვარი, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის სტანდარტი მოითხოვს, რომ უფლების შეზღუდვა მოხდეს კანონის შესაბამისად, ისეთი იურიდიული დოკუმენტით, რომელიც მიღებულია მაღალი ლეგიტიმაციითა და საზოგადოების ფართო ჩართულობით. ამ შემთხვევაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ასეთ დოკუმენტს ვერ წარმოადგენს.

საია უარყოფითად აფასებდა, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ შემოღებულ რეგულაციებს, რომლის გაგრძელებაც მოხდა 2021 წლის 1 იანვრამდე. სწორედ ამიტომ 15 ივლისამდე დაწესებული რეგულაციები საიამ გაასაჩივრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც საქმე არსებითად განსახილველად მიიღიო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების დაწესების უფლება 2021 წლის იანვრამდე შეეძლება. აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics