|
2020-07-14 13:32:26, 1064 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე ოპოზიციას - ვერანაირი თანხა ვერ გამოხატავს იმ დარღვევებს, რაზეც პასუხისმგებელი ხართ
„ვერანაირი თანხა ვერ გამოხატავს იმ დარღვევებს რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი“, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას. მან ოპონენტებს შეახსენა ის დარღვევებიც, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. „გინდათ ფინანსური შედარება გავაკეთოთ, გინდათ უფლებრივი შეფასება. წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ადარებთ კონკრეტული ავტორიზაციის აქტის გასაჩივრებას? სიცოცხლის უფლების დარღვევას ადარებთ იმას, რომ თეა წულუკიანი ერთი კვირის წინ რომ იყო მოსული, ამ კვირაშიც მოვიდეს? ან ბიზნესებს ღამღამობით რომ იბარებდით და ართმევდით ქონებას, მაგ საკუთრების უფლების დარღვევას ადარებთ აქ თქვენი ფრაქციის პროცედურულ მოთხოვნას, რომ მაინცდამაინც პლენარული სხდომის დღეს გამართეთ საკომიტეტო შეხვედრა? ან რომან გოცირიძე აქ ფინანსების სპეციალისტი რომ არის და 6 მილიონი მარტო ამ თვეში რომ დაგვაკისრა სტრასბურგმა თქვენი ხელისუფლების დარღვევებზე, რა ფინანსურ ჯარიმებზე მელაპარაკებით და საერთოდ, ვის ადარებთ? ვერანაირი ფული ვერ გამოხატავს იმ დარღვევებს, რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი. სტრასბურგში 3 ათასი საჩივარი შედიოდა ყოველწლიურად, 10 წელია გასული იმ დარღვევების მერე და საქართველოს მოქალაქეებს თქვენი დარღვევების გადახადა უწევთ ჯარიმების სახით. გსურთ, რომ ისტორიული მიმოხილვა გავაკეთოთ და დავუბრუნდეთ იმას, რაზეც ათასჯერ გვისაუბრია? მოდი, დავანებოთ ამას თავი, მოდი, მომავალზე ვიფიქროთ. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა. პარლამენტი არის მომავალზე ორიენტირებული და ფიქრობს, რა უნდა გააკეთოს მომავალში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესს ხელი შეუწყოს და ჩვენმა მოქალაქეებმა უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ. მოდით, ამ ამოცანაზე ჩამოვყალიბდეთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან დენუკლეარიზაციის საკითხზე საუბარს აპირებს
ამსტერდამში ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგთან ახლოს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)