19:35 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-14 13:18:24, 1203 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე კაპანაძეს - სხდომებს ნუ გააცდენთ, როგორც ჩანს, დაგავიწყდათ ის, რაც საკანონმდებლო საქმიანობაში საბაზისოა

სხდომებს ნუ გააცდენთ, როგორც ჩანს, დაგავიწყდათ ის, რაც საკანონმდებლო მუშაობაში საბაზისოა, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრ სერგი კაპანაძეს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

თალაკვაძის თქმით, როდესაც კომიტეტი რომელიმე სამინისტროსთან საკანონმდებლო რეფორმაზე მუშაობს და გარკვეულ საკითხებზე თანხმდება, ეს საკანონმდებლო მუშაობის ნაწილია.

„სხდომების გაცდენამ ცუდი გავლენა მოახდინა თქვენზე ბატონო სერგი. გეტყობათ, რომ გაოცებული ხართ ელემენტარული რამით, რომელიც არის საპარლამენტო და სახელისუფლებო და ასევე საკანონმდებლო სამუშაოს ანი და ბანი. როდესაც დარგობრივი კომიტეტი მუშაობს სამინისტროსთან საკანონდებლო პაკეტზე და რეფორმაზე, ეს არის ჩვეულებრივი კანონშემოქმედებითი საქმიანობის ნაწილი, რომელმაც თქვენ ასე გაგაოცათ და აღგაშფოთათ, ამიტომ, ნუ გიკვირთ, თუ, მაგალითად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ბიუჯეტის დამტკიცებამდე სამინისტროსთან ერთად ამზადებს და თანხმდება საკითხებზე. თქვენ თქვით, ეს როგორ შეიძლება, რომ მთავრობასთან წინასწარ შეთანხმდეს პარლამენტიო. როდესაც განათლების სამინისტროსთან განათლების კომიტეტი თანხმდება საკანონმდებლო პაკეტზე და მერე ხდება ინიციატივა, ეს არის კანონშემოქმედებითი მუშაობის ანი და ბანი. ამიტომ სხდომებს ნუ გააცდენთ, როგორც ჩანს დაგავიწყდათ ის, რაც არის საბაზისო საკანონმდებლო მუშაობაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics