|
2020-07-13 14:23:44, 1047 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ მობილიზაცია მომავალშიც საჭირო იქნება
„იმ პრევენციული ღონისძიებების და სისტემური რეაგირების გამო, რომელსაც საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო მხარდაჭერით მთავრობა ახორციელებს, ჩვენს ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით სტაბილური სიტუაცია რჩება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძე მსოფლიოში პანდემიის კუთხით არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ამ კუთხით, მდგომარეობა არ არის გაუმჯობესებული და შესაბამისად, გაზრდილია ინფიცირებულთა რაოდენობა. პარლამენტის თავმჯდომარემ ჯანდაცვის სამსახურებს და მოკავშირე უწყებებს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და განაცხადა, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლის კუთხით, კვლავ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. „მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის მინისტრს, ყველა ექიმს, ეპიდემიოლოგს, ექთანს, ასევე, მოკავშირე სამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რათა ქვეყანაში არ მოხდეს კოვიდ-19-ის ფართოდ გავრცელება. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ჩვენ მომავალშიც დაგვჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, მობილიზაცია და სამსახურებს-ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და სხვა სამსახურებს დასჭირდებათ კვლავ ძალისხმევის შენარჩუნება, რომ ვითარება ქვეყანაში დარჩეს უსაფრთხო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა კორონავირუსის პირობებში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობასაც. მან, საქართველოს პარლამენტის სახელით, აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა. „ეს იყო სისტემური ამოცანა კოვიდ 19-ის პირობებში და განათლების სამინისტრომ, მთავრობამ შეძლო ამ ამოცანის ეფექტურად გადაჭრა, უახლოეს პერიოდში, ივლისის ბოლოს უკვე მთავრდება ერთიანი ეროვნული გამოცდები, აბიტურიენტებისთვის და მე მინდა, კიდევ ერთხელ, პარლამენტის სახელით, ყველა აბიტურიენტს ვუსურვო წარმატებები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)