|
2020-07-11 10:16:10, 4126 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფოს მხარდაჭერით, კომბინირებული საკვების ახალი საწარმო ამოქმედდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, სახელმწიფო პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარმა, მანანა მეტრეველმა კომბინირებული საკვების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო ააშენა. საწარმოში თვეში 80-მდე ტონა კომბინირებულ საკვების წარმოებაა შესაძლებელი; პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ბრენდის „ტაოფუდი“ სახელით ხდება. საწარმოში, ჯამში, 900,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს 600,000 ლარს, 300,000 ლარი ბენეფიციარის ინვესტიციაა. საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, კახეთის მხარის რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ახლადგახსნილ საწარმოში იმყოფებოდა, სადაც წარმოების პროცესს გაეცნო. „ახლადგახსნილი საწარმო აწარმოებს თევზის მეურნეობებისთვის კომბინირებულ საკვებს ამ მიმართულებით ქვეყანაში იმპორტის მოცულობა მაღალია. სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი საწარმო ხელს შეუწყობს იმპორტის ჩანაცვლებას და ადგილობრივი წარმოების ზრდას“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა. როგორც მხარის რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, საქართველოს მასშტაბით, კახეთის რეგიონი მტკნარი წყლის თევზის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია. დარგის განვითარებისთვის საკვებწარმოება ერთ-ერთ განმსაზღვრელი ფაქტორია, შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ამ მიმართულების ადგილობრივი ქართული წარმოების ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა.
ნადარაია კოპალეიშვილს: ცდილობთ სასამართლოს წარმოჩენას ისე, თითქოს რაღაცაში გზღუდავთ
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)