20:32 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 18:52:01, 3091 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2020 წლის 10 ივლისს, 01:00 საათზე, მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლები, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებდნენ უკანონო საქონლის ტრანსპორტირების ფაქტების მონიტორინგს.

შესაბამისად, მცდარია ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ, სოციალურ ქსელ facebook-ზე ატვირთულ ვიდეომასალაში გაკეთებული განცხადებები, სადაც კითხულობს, თუ რას აკეთებს  შემოსავლების სამსახურის კუთვნილი ავტომანქანა ღამის პირველ საათზე არაგვის ხიდის მიმდებარე  ტერიტორიაზე, სადაც  „არ არის არც საბაჟო გამშვები პუნქტი და არც სხვა რამე“ და პირდაპირ აცხადებს, რომ ჟურნალისტური გამოძიების პროცესში, მას შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები უთვალთვალებენ, რაც ასევე მცდარი ბრალდებაა. 

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის  ოფიცრების მიერ, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში, (სამსახურის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციის - საგადასახადო  შემოწმების ღონისძიებების, მათ შორის, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული უაქციზო საქონლის, სასარგებლო წიაღისეულისა და უკანონო ხე–ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირების კონტროლი.

ასევე, აღვნიშნავთ, რომ ელისო კილაძის facebook - ის პირად გვერდზე, ამავე სოციალური ქსელის მომხმარებელმა ლევან მ. მიმართა უცენზურო სიტყვებით. აღნიშნული პიროვნება არის შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც როგორც საჯარო მოხელეს, გააჩნია თმენის ვალდებულება. იმის გამო, რომ ცალსახად დარღვეულია საჯარო მოხელის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმები, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტმა განახორციელა სამსახურებრივი მოკვლევა, რომლის საფუძველზე ლევან. მ-ს  შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განესაზღვრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა „გაფრთხილება“.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics