14:35 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 15:49:35, 3347 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ვინ იქნება სიის ათეულში თუ ოცეულში, ამაზე კონკრეტული საუბარი არ გვქონია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომერზე კონსულტაციები არ ყოფილა.

მისი თქმით, თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველ სიტყვას პარტიის ხელმძღვანელი იტყვის.

„არ უთქვამს გიორგი გახარიას, რომ ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი იქნება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი. პირველი სიტყვა ამასთან დაკავშირებით, თუ ასეთი უნდა გადაწყდეს პოლიტიკურად  „ქართულ ოცნებაში“, უნდა თქვას თავად ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის ხელმძღვანელმა. მე დაგიდასტურებთ ერთადერთ რამეს, პარტიაში არათუ პარტიის თავმჯდომარის პირველ ნომრად ჩაწერაზე, არამედ საერთოდ, პირველ ნომერზე კონსულტაციები საერთოდ არ ყოფილა. კონსულტაციები იყო მხოლოდ და მხოლოდ მაჟორიტარებზე და აქ გავდივართ ფინალში. სიის ფორმირებაზე, ვინ იქნება სიის ათეულში თუ ოცეულში, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული საუბარი არ გვქონია. შესაბამისად, ვინ იქნება პირველი ნომერი, ამაზე საუბარი არ გვქონია. გამორიცხვა ან დადასტურება არაფრის შეიძლება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics