|
2020-07-10 12:38:36, 3272 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრე ხოჯევანიშვილი - საქართველოს მთავარ გამოწვევად, კვლავ რუსული ოკუპაცია რჩება
„ქვეყნის მთავარ გამოწვევად ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, თავისუფლად გადაადგილების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვა და ოკუპირებული ტერიტორიების მიზანმიმართული იზოლაციის პროცესი რჩება“,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ უწყების 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ალექსანდრე ხოჯევანიშვილის თქმით, რუსეთის ფედერაცია 2019 წელსაც განაგრძობდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ე.წ. პოლიტიკური სპექტრის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. ანგარიშის წარდგენისას, მან ასევე აღნიშნა, რომ კვლავ მწვავედ დგას ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაციის პრობლემა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლისა და ასიმილაციისკენ მიმართული პოლიტიკა, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ქონებრივი უფლებების შეზღუდვა და რეგიონში დაბრუნების გამორიცხვის მიზნით მათი სახლების განადგურება. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფლობს ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ. სამსახურის მიერ ხორციელდებოდა აღნიშნულ პროცესებში ჩართული პირებისა და ე.წ. ორგანიზაციების იდენტიფიცირება. მიმდინარეობდა საერთაშორისო ფორმატების გამოყენება ოკუპირებულ რეგიონებში დაფიქსირებულ უკანონო აქტივობებზე, მათ შორის, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შევიწროვებაზე რეაგირების მიზნით“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან დენუკლეარიზაციის საკითხზე საუბარს აპირებს
ამსტერდამში ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგთან ახლოს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)