20:31 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 12:35:55, 2847 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის განცხადება არასრულწლოვნების იზოლაციაში მოთავსების საკითხთან დაკავშირებით

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი არასრულწლოვნების იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მოთავსების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში გავრცელებულ არაერთგვაროვან ინფორმაციასთნ დაკავშირებით, განცადებას ავრცელებს.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილება ითვალისწინებს არასრულწლოვნობის გამო პირის თვითიზოლაციაში გადაყვანის შესაძლებლობას.  კერძოდ, „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-11 მუხლის 71 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირის თვითიზოლაციაში ყოფნის უპირატესობას ამართლებს არასრულწლოვნობა. ამავე დადგენილების მიხედვით, სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის თვითიზოლაციაში გადაყვანის შესახებ იღებს საცხოვრებელი გარემოს შესწავლისა და თვითიზოლაციისთვის შესაფერისი საცხოვრებელი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

შესაბამისად, დადგენილების მიხედვით, გადაწყვეტილება არასრულწლოვნის კარანტინში დატოვების თუ თვითიზოლაციაში გადაყვანის შესახებ, მიიღება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2020 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვნების ინტერესების გათვალისწინებად მიიჩნია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ზემოაღნიშნული რეგულაციები, თუმცა აღნიშნა, რომ კონკრეტული არასრულწლოვნის (მოსარჩელის) კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციაში ყოფნა გამართლებული იყო ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.

გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოში გარანტირებულია, მათ შორის, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებითაც, რომელიც ითვალისწინებს, საგამონაკლისო წესით, არასრულწლოვანი პირის კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადაყვანის შესაძლებლობას. სასამართლომ უკანონოდ არ მიიჩნია არასრულწლოვნისა და მისი მშობლების კარანტინში განთავსების შესახებ სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქმედება და აღნიშნა, რომ პირის არასრულწლოვნობა მისი თვითიზოლაციაში ყოფნის უპირობო საფუძველს არ წარმოადგენს. არასრულწლოვნის იზოლაციის ფორმის განსაზღვრა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რომელზეც გადაწყვეტილებას იღებს კონკრეტული საქმის გარემოებების სრულყოფილად შეფასებისა და შესწავლის შედეგად.

აქვე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი აგრძელებს არასრულწლოვნებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მათივე საუკეთესო ინტერესებისა და კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით მიღებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics