15:31 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 11:10:38, 15718 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან, 3 სატვირთოს მძოლია, ერთი საკარანტინე სივრციდანაა, ერთის წყარო კი, უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი საკარანტინე სივრციდანაა, ხოლო ერთის ინფიცირების წყარო უცნობია.

მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებთ კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 112 ინფიცირებული.

„ამ 5 ახალი შემთხვევიდან 3 გახლავთ სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, 1 გახლავთ საკარანტინე სივრციდან დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 1 შეთხვევის ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

ჩვენ გუშინ გვყავდა 22 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა მხოლოდ ერთი და გაეწერა. შეგვემატა 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ორივე სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან. მათი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. საერთოდ, სტაციონარში არსებული სიტუაციაც უცვლელია და დაავადების პროგრესირება არც ერთ პაციენტთან არ შეინიშნება. გამომდინარე აქედან, მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics