14:36 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-09 14:45:59, 3492 ნახვა

პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი „ISFED“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კახა ოქრიაშვილი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ჩემს მიერ, 16 000 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის მიწოდება „წინასაარჩევნო მოსყიდვადაა“ შეფასებული. მინდა, საზოგადოებისთვის რამდენიმე მიმართულებით გავაკეთო განმარტება:

სამართლებრივ ჭრილში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეების მატერიალური ან სხვა სახის დახმარება კანონდარღვევად ითვლება „არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით“. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ასეთი აქტი გამოცემული არ არის. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლის 1 პუნქტში, „ამომრჩევლის მოსყიდვა“ დეტალურადაა განმარტებული და ნათელია, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობის პირველადი საკვები პროდუქტით დახმარება (პროდუქტების კალათის ღირებულება არ აღემატებოდა 100 ლარს) არის სოციალური პასუხისმგებლობის აქტი და არა „ამომრჩევლის მოსყიდვა“.

ISFED-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ იგი მოიცავდა 2020 წლის 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდს და ასევე, მოგვეცა რეკომენდაცია, თანხები შევწიროთ ფონდებს, რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობენ.

სრულად ვიზიარებ აღნიშნულ რეკომენდაციას და შევახსენებ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს - მთავრობის პირველივე საჯარო განცხადებისთანავე, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის შექმნის შესახებ, მე გახლდით ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ფონდს 300 000 ლარი შესწირა. აქვე დავაზუსტებ, რომ აღნიშნულ ფონდში თანხა 2020 წლის 21 მარტს გადაირიცხა, ხოლო 16 000 ოჯახს პროდუქტით დახმარება 2020 წლის 28 აპრილიდან, 1 კვირის განმავლობაში გაეწია და არა 1 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდში.

და ბოლოს, ჰუმანიტარულ ჭრილში, ყველას კარგად მოეხსენება, რომ ქვეყანაში გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ უკიდურესად დაამძიმა განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ყოფა. იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ აპრილ-მაისის პერიოდში იწყება სამეურნეო მიწების დამუშავება და არა მოსავლის აღება, სოფლად მცხოვრები უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ითხოვდნენ შველას. ამიტომ მიმაჩნია, ჩემს მიერ ამ ოჯახების დასახმარებლად გაღებული პირველადი საჭიროების პროდუქტი გახლავთ მათი სოციალური მდგომარეობის მცირედი შემსუბუქება და არა „მოსყიდვა“. მჯერა, საზოგადოება სწორად შეაფასებს ჩემს მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯებს“, - აცხადებს ოქრიაშვილი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics