2020-07-08 16:09:41, 2230 ნახვა
საზოგადოება
მოძრაობა „შეცვალემ“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან აქცია-პერფორმანსი გამართა
მოძრაობა „შეცვალემ“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან აქცია-პერფორმანსი გამართა.
აქციის მონაწილეები ელექტრონული კომუნიკაცების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ. მათი თქმით, აღნიშნული ცვლილებები ხელისუფლებას მედიის თავისუფლებაში ჩარევის საშუალებას მისცემს.
მოძრაობა „შეცვალეს“ წერებს აქციაზე მიტანილი ჰქონდათ ტელევიზორი, რომელზეც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ფორმაში „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან