|
2020-07-07 12:01:54, 3787 ნახვა
ეკონომიკა
რას აგვინაზღაურებს ქონების დაზღვევა
უძრავი ქონება მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული შენაძენია. მისი ნებისმიერი სახით დაზიანება კი ყოველთვის ფინანსურ ზარალს იწვევს. უძრავი ქონების რემონტი, შეკეთება, დაზიანების აღდგენა დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, რომელიც შესაძლოა სრულიად მოულოდნელად დაგვატყდეს თავს. ამისგან თავის თაცვა კი მხოლოდ ქონების წინასწარი დაზღვევითაა შესაძლებელი. თიბისი დაზღვევა უძრავ ქონებას ყველა სახის რისკისგან აზღვევს და მომხმარებელს სრულყოფილ სადაზღვევო ნაკრებს სთავაზობს.დაზღვეული რისკებიუძრავი ქონების სადაზღვევო ნაკრებში გათვალისწინებულია ყველა ის რისკი, რამაც შეიძლება რომ თქვენი ქონება, რემონტი, ავეჯი ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა დააზიანოს, თქვენ კი ამ გზით დიდ ფინანსურ დანაკარგს აირიდებთ თავიდან. დაზღვეულ რისკთა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი და ყოვლისმომცველია -
უძრავი ქონების გაქირავების შემთხვევაში, ასევე ანაზღაურდება დამქირავებლის მიერ გამოწვეული დაზიანებაც. თიბისი დაზღვევა საშუალებას გაძლევთ თვეში 10 ლარიდან დააზღვიოთ ბინა, სახლი ან აგარაკი. იმ შემთხვევაში თუ უძრავ ქონებას აქირავებთ, მაშინ სადაზღვევო ნაკრების ღირებულება 12 ლარიდან დაანგარიშდება. როგორ შევიძინოთ უძრავი ქონების დაზღვევათიბისი დაზღვევაში უძრავის ქონების დასაზღვევად მხოლოდ მფლობელის პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და მისამართი დაგჭირდებათ, დაზღვევას კი ონლაინ შეიძენთ. საიტზე განთავსებულია კალკულატორი, რომელიც დაგეხმარებათ წინასწარ დაითვალოთ სადაზღვევო პაკეტის ღირებულება. ზოგადად კი, თიბისი დაზღვევაში ფასი ფართის კვადრატულობის მიხედვით გამოითვლება. ასევე მცირედით ემატება თანხა თუ ფართს აქირავებთ. მაგალითად, ბინის რემონტის დაზიანებისას, კვადრატულ მეტრზე 300 ლარამდე თანხას მიიღებთ, ავეჯისა და ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში კი 20 000 ლარამდე ზარალი ანაზღაურდება. რაც შეეხება ფრანშიზას, ეს დამოკიდებულია ზარალის საერთო ოდენობაზე - დათვლისას დადგენილი თანხის 5% იქნება ფრანშიზა, ანუ თანხა, რომელიც არ ანაზღაურდება. კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ ქონების დაზღვევამდედაზღვევის პირობებში კარგად გარკვევა სამომავლოდ ბევრად გაგვიმარტივებს სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობას. ამიტომ აუცილებელია წინასწარ ხელშეკრულების გულდასმით და ყურადღებით წაკითხვა, ანაზღაურების პირობების დეტალურად გარკვევა და სრულყოფილი ინფორმაციის მიღება. მაგალითად, გასათვალისწინებელია რა შემთხვევები არ ანაზღაურდება -
ქონების დაზღვევის ზოგად პირობებს ვრცლად ვებგვერდზე გაეცნობით. თიბისი დაზღვევა საშუალებას გაძლევთ მინიმალური დანახარჯით დააზღვიოთ თქვენი უძრავი ქონება გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან. დაზღვევის მთავარი უპირატესობა კი სიმშვიდის განცდაა, რომელიც შეუფასებელია. თიბისი დაზღვევა თქვენს მშვიდ ცხოვრებას უზრუნველყოფს.
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)