|
2020-07-06 17:34:08, 2466 ნახვა
ეკონომიკა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საზაფხულო ფასდაკლების აქციას იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებლებს „ტოიოტას“ ყველაზე პოპულარულ მოდელებზე უპრეცედენტო ფასდაკლებებს სთავაზობს. აღნიშნული შეთავაზებით „ტოიოტას“ მარკის გამორჩეული მოდელები მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. აქციის პერიოდში „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ „ტოიოტა ქემრიზე“ 10 000 ლარამდე ფასდაკლება გავრცელდება. შეთავაზების ფარგლებში სპეციალური ფასი იქნება „ქემრის“ ჰიბრიდულ კომპლექტაციაზე, რომელიც აღჭურვილია ტოიოტას უსაფრთხოების სისტემებით, პარკინგ სენსორებით, უკანა ხედვის კამერით, ელექტრო რეგულირებადი სავარძლებით, ლედ ფარებითა და ალუმინის 17" დისკებით. საზაფხულო ფასდაკლებები გავრცელდება „ტოიოტას“ სხვა მოდელებზეც: ლეგენდარულ ყველგანმავალ LC Prado-ზე და LC 200-ზე. აქციის პერიოდში „ლენდ კრუიზერ პრადო“ 4.0 ბენზინის ძრავით ხელმისაწვდომი იქნება 15 000 ლარამდე ფასდაკლებით, ხოლო „ლენდ კრუიზერ 200“ 4.5 ტურბო დიზელის ძრავით 18 500 ლარამდე ფასდაკლებით. აღსანიშნავია, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ფასდაკლებასთან ერთად მომხმარებლებს Trade-in აქციასაც სთავაზობს. მომხმარებელს შეუძლია 2008 წლიდან გამოშვებული ნებისმიერი მარკის და მოდელის ავტომობილის ჩაბარება და სანაცვლოდ მისთვის სასურველი „ტოიოტა“-ს ახალი მოდელის შეძენა. ცენტრში მომხმარებლის ავტომობილი შეფასდება, დადგინდება მისი ღირებულება და ჩაითვლება თანამონაწილეობის თანხად, ხოლო დარჩენილ ნაწილზე შესაძლებელია ლიზინგით სარგებლობა საუკეთესო პირობით. “ტოიოტა ცენტრ თეგეტა“-ს შეგიძლიათ ესტუმროთ მისამართზე - უნივერსიტეტის ქ. N6. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კომპანიის ქოლ ცენტრს: 032 229 20 00
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)