|
2020-07-06 16:02:53, 3801 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი“ იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო
დღეიდან „ლიბერთი“ იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამა ინიცირებულია სახელმწიფოს მიერ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად და ხუთი წლის განმავლობაში, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას ითვალისწინებს. იპოთეკური სესხების პროგრამაში მონაწილეობის ერთერთი მთავარი პირობაა, რომ მომხმარებელმა სუბსიდირებული იპოთეკური სესხით უნდა ისარგებლოს 2020 წლის ბოლომდე და საცხოვრებელი ბინის შეძენა უნდა განხორციელდეს დეველოპერული კომპანიისგან. სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობა 200,000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა - 240 თვე და სესხი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. „სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობით საშუალება მოგვეცა მხარი დავუჭიროთ როგორც სამშენებლო სექტორს, ასევე ჩვენს მომხმარებელს და შევთავაზოთ მათ მაქსიმალური ფინანსური სარგებელი. იპოთეკური სესხების მხარდაჭერის პროგრამა მომხმარებელს აძლევს დამატებით შესაძლებლობას და მოტივაციას შეიძინონ საცხოვრებელი ბინა საუკეთესო პირობებით. ჩვენ ვეცდებით მომხმარებელს გავუკეთოთ საუკეთესო შეთავაზება ბაზარზე და იპოთეკური სესხის გარდა შევთავაზოთ მათ მოთხოვნებზე მორგებული დამატებითი საბანკო სერვისები“, - გიორგი მაკარიძე, ლიბერთი ბანკის საცალო საქმიანობის მიმართულების დირექტორი. იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის პირობებით დაინტერესების შემთხვევაში: დარეკეთ 255 55 00 ან მობრძანდით „ლიბერთის“ ნებისმიერ სერვისცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით სესხის პირობების სანახავად და განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე - Libertybank.ge
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)