2020-07-06 14:17:11, 1544 ნახვა
საზოგადოება
შიდა ფრენები უახლოეს პერიოდში აღდგება
შიდა ფრენები უახლოეს პერიოდში აღდგება, - ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
„უახლოეს პერიოში აღდგება შიდა ფრენები, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს უფრო მარტივად და სწრაფად დაათვალიერონ ისეთი ადგილები, რომლებიც დაშორებულია დედაქალაქიდან ან მათ საცოვრებელი ადგილებიდად“, - განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან