2020-07-04 08:23:12, 5492 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 მილიონს გადააჭარბა და 11,191,921-ს შეადგენს.
ამის შესახებ სტატისტიკური მონაცემები worldometers.ge-ზეა განთავსებული.
ამავე მონაცემების თანახმად, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ნახევარ მილიონს აჭარბებს და ამ ეტაპისთვის 529,127-ს უტოლდება.
მსოფლიოში კორონავირუსი 6,330,836-მა ადამიანმა დაამარცხა.
ცნობისთვის, COVID-19-ით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს აშშ, მეორეს კი ბრაზილია იკავებს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან