|
2020-07-03 20:45:04, 3459 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში „მეზღვაურის დღის“ ამსახველი ინფორმაცია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდებზე გამოაქვეყნა
„მივესალმებით პოზიტიურ ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმიანებიან IMO-ს წევრი ქვეყნები "მეზღვაურის დღის" კამპანიას და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ ეკიპაჟის შეცვლის გასაადვილებლად და მეზღვაურების სახლში დასაბრუნებლად. სურათებზე წარმოდგენილია საქართველო, რომელმაც მეზღვაურები ცნო "საკვანძო პროფესიის" წარმომადგენლებად და აპრილიდან დაუშვა ეკიპაჟის შეცვლა 1000-ზე მეტ წევრზე“ , - აღნიშნულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის IMO - ს ინფორმაციაში, რომელიც გამოქვეყნდა ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდებზე Twitter - სა და Facebook - ში და საქართველოს ხელისუფლების მიერ მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებას მიეძღვნა. მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღნილი ღონისძიება ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში (BICT) გაიმართა. ღონისძიების ამსახველი ფოტოგალერეა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამაც გადაბეჭდა თავის გვერდზე სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, ვინც ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოწოდებას და 15 ივნისს მეზღვაური - "საკვანძო პროფესიად" გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
რუსული დრონები კიევის რეგიონში კოკა-კოლას ქარხანას თავს დაესხნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)