|
2020-07-03 12:52:12, 3013 ნახვა
ეკონომიკა
ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება
აჭარაში, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფცია დამუშავების ეტაპზეა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გაიმართა, 10-მდე სხვადასხვა შინაარსისა და მასშტაბის კონცეფცია განიხილეს. მათ შორის არის ჩირუხის მთასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ექსტრემალური, სათავგადასავლო და სოფლის ტურისტული პროდუქტების შექმნისთვის საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩირუხის მთაზე ახალი ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურის შექმნით, შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გაკეთდება. პროექტზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტები განვითარების სააგენტომ მუშაობა მიმდინარე წელს დაიწყო. 10 დღეში, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციის საბოლოო ვარიანტი მზად იქნება, რომლის საფუძველზეც ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე მისი მართვისა და მენეჯმენტის გეგმა მომზადდება. დეპარტამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, მინისტრის მოადგილე ტურიზმის მიმართულებით, შუახევის მერი და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩირუხის მთა, შუახევში ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც იალაღებსა და პატარა ტბებზე ულამაზესი ხედები იშლება. მთას სხვადასხვა ტურისტული ბილიკი უკავშირდება, რომელიც განსხვავებული ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა. ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი - მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტებს ამჟამად ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის თავაგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე შეუძლიათ.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)