|
2020-07-02 18:03:25, 3680 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი - ოპოზცია არასწორად მოიქცა - 8 მარტის შეთახმება არცეთმა მხარემ არ შეასრულა
„ოპოზიცია არასწორად მოიქცა - 8 მარტის შეთანხმება არც ერთმა მხარემ არ შეასრულა“ , - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ პოლიტპატიმრების საკითხზე ბევრი ნაბიჯი გადადგა, თუმცა რურუას საქმეზე შედეგი არ გვინახავს. “ჩემი აზრით, ძალიან არასწორად მოიქცა ოპოზიცია, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. იმიტომ რომ ყველა ჩვენგან გვქონდა პასუხისმგებლობა აღებული, რომ ამ საკონტიტუციო ცვლილებებისთვის ხმა მიგვეცა და არანაირი საბაბით ჩემი აზრით გამართლებული არ იყო. არასწორად მიმაჩნდა, რომ ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებდნენ. რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმების მეორე ნაწილს, ბევრი წინააღმდეგობრივი განცხადებები მოვისმინეთ, მაგრამ რეალურად ეს მეორე ნაწილი გულისხმობს, რაც არის ტექსტში ძალიან ნათლად ჩაწერილი - ის, რომ მართლმსაჯულების პროცესის პოლიტიკურად გამოყენება არ უნდა ხდებოდეს, ხოლო იქ, სადაც ჩანდა ეს პოლიტიკური ჩარევა იმ საქმეებთან დაკავშირებით ხელისუფლებას უნდა გადაედგა ნაბიჯები. თითქმის ყველა საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, მიუხედავად იმისა, რომ თან ამბობდნენ ამაზე არ შევთანხმებულვართო, მაგრამ თან აკეთებდნენ ამ ყველაფერს. შეწყალებები ვნახეთ, ვნახეთ გარკვეულ საქმეებზე უვადოდ გადადება პროცესების. რურუას საქმე არის, რომელზეც შედეგი არ გვინახავს, ყოველ შემთხვევაში ცვლილება მის საქმეში არ დამდგარა, მაგრამ ამით არ სრულდება 8 მარტის შეთანხმება. 8 მარტის შეთანხმება ასევე გულისხმობს იმას, რომ არჩევნებამდე პერიოდში მართლმსაჯულების პოლიტიკურად გამოყენება არ უნდა მოხდეს. ჩვენ არ უნდა ვნახოთ პოლიტიკური დევნა, დაკავებები და ასე შემდეგ, ანუ ისეთი ქმედებები ქართული მართლმსაჯულების მხრიდან, რომელიც სერიოზულ კითხვებს აჩენს, სადაც არის სამართლებრივი ხარვეზები და სადაც იკვეთება პოლიტიკური ხელი. ეს თუ მოხდება ისევ ხელისუფლება დაზიანდება. ხელისუფლებას აქვს აღებული პასუხისმგებლობა იმაზე, რომ სუფთა არჩევნები ჩაატაროს. 8 მარტის შეთანხმების ეს ნაწილი განგრძობადია. ოპოზიციამ რურუას საკითხი აქცია საკვანძო საკითხად 8 მარტის შეთანხმების. ჩემი პოზიციაც ზუსტად ემთხვეოდა იმას, რასაც ამბობდნენ ამ პროცესის ფასილიტატორები, რომელთაც საკმაოდ რთული ამოცანა შეასრულეს, რაც წესით თვითონ პოლიტიკურ პარტიებს უნდა გაეკეთებინათ საქართველოში. მათი მხრიდან ორივე მხარის მიმართ იყო მოწოდება, მათ შორის ოპოზიციის მიმართ რომ კენჭისყრაში მიეღოთ მონაწილეობა და ეს ძალიან მკაფიოდ თქვეს, ჩემი აზრით, ოპოზიციამ დაუშვა შეცდომა, როდესაც სხვა გზა აირჩია და იმ ერთი კონკრეტული საქმის გამო გადაწყვიტა თავი აერიდებინა კენჭისყისგან. მოლოდინი მათ მიმართ იყო და ყველას მიმართ, მეც ვმონაწილეობდი ამ შეთანხმებაში და მე შევასრულე ჩემი პასუხისმგებლობა. სამწუხაროდ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება არ მოხდა არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების მხრიდან” , - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)