|
2020-07-02 11:16:44, 6289 ნახვა
პოლიტიკა
რესპუბლიკელი კონგრესმენი - პუტინის მოკავშირე, ივანიშვილი, ლეგალურად მოქმედი აშშ-ს ბიზნესის განდევნისთვის ენერგიულად მუშაობს
რესპუბლიკელი კონგრესმენიs მარკუინ მალენის პუბლიკაციას გავლენიანი გამოცემა “The Hill” აქვეყნებს. პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, „პუტინის მოკავშირე, ენერგიულად მუშაობს, რომ ქვეყანაში ლეგალურად მოქმედი ამერიკული ბიზნესის განდევნოს“. „ვლადიმერ პუტინი და მისი გავლენა დემოკრატიისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლისთვის. დააკვირდით საქართველოში არსებულ ვითარებას, რომ ნახოთ რა გავლენა აქვს ამ ყველაფერს მასზე, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის. პარტია „ქართული ოცნება“ დაჰპირდა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას და 2020 წელს სრულ პროპორციულ საარცევნო სისტემაზე გადასვლას. ეს დაპირება უზარმაზარი ნაბიჯი იყო ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ. გასულ შემოდგომაზე „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ცვლილებები. რის გამოც ოპოზიციამ პარლამენტში ბოიკოტი გამოაცხადა. ამ ყველაფერმა მნიშვნელოვნად შეარყია საერთაშორისო ნდობა, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში. 8 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მიაღწიეს ერთი შეხედვით დაძაბულ შეთანხმებას საარჩევნო რეფორმასა და სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის დაუშვებლობაზე, მათ შორის, პოლიტპატიმრების განთავისუფლებასთან დაკავშირებით. ამასთან, ამ შეთანხმების შესრულება ჯერ კიდევ საეჭვოა. პუტინის მოკავშირე ენერგიულად მუშაობს, რომ ქვეყანაში ლეგალურად მოქმედი ამერიკული ბიზნესის განდევნოს. მაგალითად, Frontera- ს ინვესტიციამ საქართველოს ენერგორესურსების დამოუკიდებლობის პერსპექტივა მისცა. ამის მიუხედავად, ივანიშვილის მთავრობა აგრესიულად ცდილობდა ფრონტერას შევიწროებას. „იკონია კაპიტალი“ 2014 წლიდან ახორციელებს მასშტაბური განვითარების პროექტებს საქართველოში. გასული ხუთი წლის განმავლობაში იგი იყო აგრესიული ექსპროპრიაციის მცდელობის სამიზნე, რომელიც მოიცავდა ცილისწამებას“, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში. მალინი წერს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას. ამასთან ერთად, უნდა არსებობდეს ქართველი ხალხის მხარდაჭერის უფრო ფართო სტრატეგია, რომ შემდგომში აღკვეთოს ეს კორუმპირებული ქცევა. მალინი აღნიშნავს, რომ აშშ-ს კომოპანიების შევიწოროება არამარტო საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ხალხებს შორის მეგობრობას, არამედ ძირს უთხრის მთელ მსოფლიოში კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას. პუბლიკაციის ბოლოს მარკუინ მალენი აზუსტებს, რომ თუ არსებული სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვლება, შესაძლოა სანქციების წინაშე დადგნენ გარკვეული პირები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც. „ახლახანს გავეცანით ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისა და გლობალური საფრთხეების შესახებ ინფორმაციას. ის აშშ – ს საგარეო პოლიტიკის გაღრმავებისთვის, რომელიც ავითარებს ამერიკელთა ინტერესებს როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იგი აღიარებს პუტინის ავტორიტარული რეჟიმის გავლენას საქართველოზე და შესაძლებელია, გვთავაზობს ყველაზე მკაცრ სანქციებს, მათ შორის ივანიშვილისთვის“, - აღნიშნავს მალენი.
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)