23:53 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-01 18:08:07, 2397 ნახვა

საზოგადოება
მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ევროკავშირის მიერ 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში საქართველოს შეყვანის შემდეგ, მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საზღვრების გახსნასა და რეგულარულ ფრენებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

„მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური და იმ წარმატების აღიარება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით მიაღწია.

მომდევნო ეტაპია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები, რომლის დროსაც საქართველოს მთავრობა დეტალურად მუშაობს ყველა იმ პროცედურაზე, რომელთა გავლა მოქალაქეებს მოგზაურობის შემთხვევაში ორმხრივად მოეთხოვებათ და შესაბამის გადაწყვეტილებებს ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით მიიღებს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად გაგრძელდება, რათა საქართველოს მოქალაქეებს თანმიმდევრულად გაეხსნათ ევროკავშირში მოგზაურობის შესაძლებლობა და ამავდროულად, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, უსაფრთხოდ იმოგზაურონ საქართველოში.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე, ახალი მიმართულებები დაემატება იმ დედაქალაქების ჩამონათვალს, სადაც კომერციული ჩარტერული რეისები დღესაც სრულდება. საქართველოს მთავრობისთვის მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია და თითოეული გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics