2020-07-01 13:11:14, 2163 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მმართველობას აპროტესტებენ
რუსეთის წარმომადგენლობის ოფისთან საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 20 წლიან მმართველობას აპროტესტებენ.
„არა ძალაულების უზურპაციას“ - ამ ლოზუნგით გამოდიან აქციის მონაწილეები.
ცნობისთვის, რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თანამდებობაზე 2026 წლამდე იყოს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან