|
2020-07-01 12:27:18, 2242 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „წიგნების თაროს სკოლის“ საზაფხულო ონლაინ კურსი იწყება
საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და კომპანია „წიგნების თაროსთან“ პარტნიორობას. თანამშრომლობის ფარგლებში 20 ივლისიდან პატარებისთვის საზაფხულო ონლაინ კურსი იწყება, რომელიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებს დამატებით, კლასგარეშე გაკვეთილებს შესთავაზებს. სკოლაში სასწავლო პროცესი მაქსიმალურად ინტერაქციული და გასართობი იქნება. ბავშვები თამაშების და სხვადასხვა მულტიმედიური საშუალების დახმარებით ისწავლიან როგორც სასკოლო, ისე არასასკოლო საგნებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ბავშვის კომპლექსური განათლებისთვის. ქართული ენა, ინგლისური ენა, ადამიანი და სამყარო, ადამიანი და ჯანმრთელობა, განმავითარებელი მათემატიკა, ხატვა, მუსიკა, საქართველოს ისტორია - ესენია „წიგნების თაროს სკოლის“ საგნები. პატარები ბონუსად შეისწავლიან მსოფლიო ლიტერატურას, რომელსაც თავად ალექსანდრე ლორთქიფანიძე გაუძღვება. „ახალგაზრდები ბავშვების მომავლისთვის“ - ასეთია “წიგნების თაროს სკოლის“ სლოგანი, რომლის მასწავლებლებიც მაყურებლისთვის საყვარელ სახეებად ქცეული თაროელები, ქვეყნის გამორჩეული ახალგაზრდები არიან. საზაფხულო კურსი 20 ივლისიდან დაიწყება და 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. გაკვეთილები კვირაში 4 დღე, დღეში 2 საათი, ზუმში ჩატარდება. რეგისტრაცია ონლაინ გაკვეთილზე დღეიდან შესაძლებელია ბმულზე: https://school.wignebistaro.ge/ როგორც ერთ, ისე ყველა საგანზე. „საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების მხარდაჭერას, რადგან განათლების ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი მომავალი თაობის განვითარებაზე, შეიქმნა ონლაინ სკოლა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს დაეხმარება კომპლექსური განათლების მიღებაში. მნიშვნელოვანია, რომ არ გავჩერდეთ და გვახსოვდეს, რომ ერთად ყველაფერი შესაძლებელია“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)