09:24 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-01 11:19:09, 2463 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნებიდან“ გარიცხული თემურ კახიძე, „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა

ბათუმის საკრებულოს წევრი თემურ კახიძე, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს, „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა სიახლის შესახებ გაცნობოთ. ჩვენ ვიმყოფებით აჭარაში, ბათუმში. „ევროპული საქართველოს“ გუნდს შემოუერთდა ბათუმის საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდან , თემურ კახიძე. მიზეზებზე, თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი თავად ისაუბრებს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბატონმა თემურმა მიიღო ეს გადაწყვეტილება მთელი „ქართული ოცნება“ ატრიალდა, მთელი ღამის განმავლობააში სხვადასხვა სტრუქტურებთან ერთად ტრიალებდნენ, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ მიღწიეს და ნახეს რომ თემურის გადაწყვეტილება იყო მყარი და პრინციპებზე დაფუძნებული, დილით მოასწრეს და ძირდამპალი ხელისუფლების კლასიკურ ქრესტომატიული ჟანრის მიხედვით იხელმძღვანელეს და ბატონი თემური დილით გარიცხეს ფრაქციიდან. ეს კიდევ ერთხელ დაანახებს საზოგადოებას „ქართული ოცნების“ სახეს“, - განაცახადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგთან ახლოს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics