2020-07-01 11:11:52, 1947 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრა გაიმართება
პარლამენტში დღეს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრა გაიმართება.
პარლამენტში რიგგარეშე სხომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ უჭერს. სხდომას დაესწრებიან დამოუკიდებელი დეპუტატები, თუმცა ისინი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. ამის მიზეზად კი ასახელებენ იმას, რომ კოდექსში ეუთო/ოდირის რეკომენდაციები გათვალისწინებული არაა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან