|
2020-06-30 22:41:59, 4106 ნახვა
რეგიონი
შუხევში მცხოვრებ ხუთ უხუცესს 100 წელი შეუსრულდა
დღეს, შუხევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხუთ უხუცესს 100 წელი შეუსრულდა. საუკუნის ადამიანებს ღირსშესანიშნავი თარიღი შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებთან რამაზ ჯინჭარაძესთან და ზურაბ თენეიშვილთან ერთად მიულოცა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. უხუცესებს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში 1000 -1000 ლარი გადაეცათ. შუახევში, 100 წელს გადაცილებული 10 მოქალაქე ცხოვრობს. 3 უხუცესს 100 წელი მიმდინარე წლის განმავლობაში შეუსრულდება. თამარ მგელაძე - სოფელი ცხემლისი: დაიბადა ხელვაჩაურის რაიონ სოფელ ქავთარეთში. მეუღლე ადრე გარდაეცვალა და შვილების გაზრდა თავად იტვირთა. ახალგაზრდობაში ეწეოდა სოფლის მეურნეობას, ქსოვდა, ქარგავდა. ჰყავს 4 შვილი, 12 შვილიშვილი, 20 შვილთაშვილი, 13 შვილთაშვილის შვილი - სულ 68 შთამომავალი. ჯეფერ ქამადაძე-სოფელი ნენია: ჰყავს 6 შვილი, 17 შვილიშვილი, 25 შვილთაშვილი. წლების განმავლობაში მუშაობდა ნენიის და ზამლეთის ამბულატორიაში ექთნად. ეწეოდა სოფლის მეურნეობას, მათ შორის მევენახეობას, მეთამბაქოეობას. ტრადიციებს დღესაც მისდევს ოჯახი. ხოშრეთ ბერიძე - სოფ.ფურტიო: ჰყავს 5 შვილი,16 შვილიშვილი,32 შვილთაშვილი,9 შვილთაშვილის შვილი - სულ 90-მდე შთამომავალი. 27 წელი მუშაობდა სოფლის ბიბლიოთეკაში. სურიე უშარიძე - სოფელი ნიგაზეული: ჰყავს 7 შვილი, 13 შვილიშვილი, 26 შვილთაშვილი. ეწეოდა სოფლის მეურნეობას, მიღებული აქვს შრომის მედელი. შაინიძე მეყბულე - სოფელი იაკობაური: ჰყავს 2 შვილი, 6 შვილიშვილი, 18 შვილთაშვილი და 30 შვილთაშვილის შვილი.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)