10:04 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 13:46:32, 1711 ნახვა

საზოგადოება
თურნავა - როდესაც მთელი მსოფლიო მეორე ტალღის მოლოდინშია, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ, რომ სტიქიურად გავხსნათ ფრენები

არც ერთ ვარიანტში არ მივიღებთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, რომ უახლოეს დღეებში სტიქიურად, როდესაც მთელი მსოფლიო მეორე ტალღის მოლოდინშია, გავხსნათ ფრენები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, წელს ჩარტერული რეისები იქნება იმ რეგულარობით, რომ მოქალაქეებისთვის ეს იყოს კომფორტული.

„ევროკავშირის სიაში ყოფნა არის ჩვენი მუშაობის შედეგი. სწორედ იმიტომ გვაქვს ჩვენ უდიდესი მოლოდინი და დადებითი დამოკიდებულება ევროკავშირის ქვეყნების, რომ ჩვენ ამ სიაში ვიქნებით. ყოველ ორ კვირაში ერთელ ეს სია გადაიხედება. შეიძლება ქვეყანა დაემატოს, შეიძლება ქვეყანა მოაკლდეს. ამიტომ, ჩვენ იმ პირობით დავრჩებით ამ სიაში, თუ კვლავინდებურად ეფექტურად დავიცავთ ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ვიზიტორებს. აქედან გამომდინარე მივიღებთ ნებისმიერ გადაწყვეტილებებს. არც ერთ ვარიანტში არ მივიღებთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, რომ ახლავე, უახლოეს დღეებში სტიქიურად, როდესაც მთელი მსოფლიო მეორე ტალღის მოლოდინშია, გავხსნათ ფრენები. 600 ფრენა გვქონდა კვირაში შარშან, რაც ძალიან კარგი იყო და ტურიზმი ვითარდებოდა, მაგრამ წელს ეს აბსოლუტურად არაადეკვატური გადაწყვეტილება იქნება. ისეთი დოზით და რეგულარობით გვექნება ჩარტერები, რომ ეს პრაქტიკულად იქნება ძალიან კომფორტული ჩვენი მოქალაქეებისთვის, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics