2020-06-30 12:15:36, 17409 ნახვა
ომი უკრაინაში
ინდოეთში კოვიდ19-ის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას ივლისიდან დაიწყებენ
ინდოეთში კოვიდ19-ის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას ივლისიდან დაიწყებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აღნიშნული ვაქცინა ცხოველებზე უკვე გამოცადეს. ცხოველებზე ჩატარებული ტესტების თანახმად, ვაქცინა უსაფრთხოა და კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურ იმუნურ პასუხს იწვევს.
ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდ19-ის ვაქცინის 120-მდე პროგრამაზე მუშაობენ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან