19:28 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-29 17:50:28, 2761 ნახვა

ეკონომიკა
ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა. ბაღის სტუმრებს წელს, უნიკალური ქვის ბაღის ალპინარიუმის მონახულება შეეძლებათ, რომლის მოწყობაზეც ქართველ სპეციალისტებთან ერთად მიუნჰენის ბოტანიკური ბაღის მებაღეც მუშაობს.

ალპინარიუმი  4000 მ2 ტერიტორიაზე მცენარეებთან შერწყმული სპეციალური ქვების კომპოზიციებითაა წარმოდგენილი. ბაღში, სადაც სუბალპური და ალპური ზონებისთვის დამახასიათებელი მცენარეების მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი, სტუმრებისთვის საპიკნიკე და საკემპინგე ზონებია მოწყობილი.

გოდერძის ალპური ბაღი ჯამში 15 ზონას მოიცავს, რომელთა შორის გამოირჩევა ტბისა და ჭაობის ზონები, წყაროსა და საპიკნიკე ზონები, ასევე მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონა, სადაც ვიზიტორებს საშუალება აქვთ ჯარას ველური თაფლის უნიკალურ ტრადიციას გაეცნონ. ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი საინტერესო ტურისტული დანიშნულების ადგილია ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტული მარშრუტსა და მწვანე ტბაზე მოგზაურებისთვის, ასევე კურორტ გოდერძისა და ბეშუმში დამსვენებლებისთვის. მიმდინარე წელს ალპურ ბაღში განხორციელებულ პროექტებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე გაეცნენ.

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ხულოში, ზღვის დონიდან 1960 მეტრ სიმაღლეზე კურორტ გოდერძისთან ახლოს „შქერნალის“ ტერიტორიაზე მდებარეობს.  ათეულობით წლის წინ ტერიტორიის დიდი ნაწილი სუბალპური ტყით იყო დაფარული. ამჟამად, ალპური ბაღის ტერიტორიაზე  ექვსი სახეობის მერქნოვანი და ასამდე სახეობის ბალახოვანი მცენარე არსებობს, რომელთა ძირითადი ნაწილი აბორიგენული სახეობაა. ბაღს, რომელიც 2016 წელს შეიქმნა,  ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს. მასში შესვლა უფასოა. ბაღის მონახულებისთვის საუკეთესო დრო მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე პერიოდია.  წლის დანარჩენ დროს კი იქაურობა თოვლითაა დაფარული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics